პრესრელიზი
25 მარტი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია და მის ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტი წარადგინა
თბილისი, 25 მარტი, 2013 - დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება" დღეს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია „m² უძრავი ქონების" ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებს შეუქმნას, კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქცენტს გააკეთებს სამ სფეროზე: გარემოს დაცვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.
წელს, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი „m² უძრავი ქონება"-მ ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ განახორციელა. კომპანიამ მშენებლობის ახლოს მდებარე, თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში გაარემონტა და სრულად აღჭურვა კომპიუტერული კლასი, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში სპროტული მოედანი მოაწყო. „m² უძრავი ქონებამ", მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც მოაწყო სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად გადასცა წიგნები.
სადღეისოდ, კომპანია „m² უძრავი ქონება" ახორციელებს ორ პროექტს: საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძის ქუჩაზე, მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე, რომლის ჩაბარებაც 2015 წლის ნოემბერში იგეგმება; საცხოვრებელი კომპლექსი ყაზბეგის გამზირზე, რომლის ჩაბარებაც 2016 წლის თებერვალშია გათვალისწინებული. დასრულების პროცესშია კომპანიის პროექტი „m² იპოდრომზე".
დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge