ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება“თბილისში გამწვანების აქცია გამართა და 100 ძირი ნერგი დარგო
02/04/2015
პრესრელიზი
2 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება"თბილისში გამწვანების აქცია გამართა და 100 ძირი ნერგი დარგო

თბილისი,2აპრილი, 2015-დეველოპერული კომპანია „m2უძრავი ქონება" განაგრძობს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განხორციელებას. დღეს, „m2 უძრავი ქონება"-მ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო.„m²"-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწავნების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია. „m2 უძრავი ქონება" -ის გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო: კედარის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში, აქტიურად მონაწილეობდნენ კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია, ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ.

დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების" მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზურნავს: გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე.

წაკითხულია: 4948