საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
577 293979
ცოტა ხნის წინ ამერიკაში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მალე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს კინოფესტივალებზე, აგრეთვე გადაიცემა ტელევიზიებით, მათ შორის, საქართველოშიც.
2013 წელს მხატვარს ფილტვის კიბო დაუდგინეს. მკურნალობის პროცესში მან შექმნა ყველაზე ცნობილი და სკანდალური ხელოვნების ნაწარმოებები, როგორებიცაა „პუტინი ნიკოლოზ მეორე - ცივილიზაციის კრახი", „ელემენტი", „აინშტაინი და ჩიტები", „პიკასო - Jay Z", "ამერიკის პორტრეტი". „ამერიკის პორტრეტი" - ეს ხელოვნების პირველი ნაწარმოებია, რომელსაც საკუთარი ინტელექტი გააჩნია. 2014 წელს პორტრეტი წარმოდგენილი იქნა ვაშინგტონის ეროვნულ საპორტრეტო გალერეაში, სადაც ნამუშევრის სანახავად ლოდინის დრო 5 საათს აჭარბებდა. დასავლეთის პრესის განცხადებით, დ.დათუნა ახალი ათასწლეულის მოაზროვნეა.
„ხალხის ასეთი რაოდენობა და ინტერესი, როგორიც დ.დათუნას გამოფენების დროსაა, მუზეუმში 30 წელზე მეტია, არ ყოფილა" - განაცხადა ვაშინგტონის ეროვნული საპორტრეტო გალერეის დირექტორმა ნიკ აპოსტოლიდესმა.
დღეს, მსოფლიოს დაპყრობისა და სიკვდილის დამარცხების შემდეგ, დ. დათუნა თანამედროვე არტ-სცენის ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ავტორთა შორისაა, ხოლო მისი გამოფენები მთელ მსოფლიოში იმართება.
--