ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დევნილების მხარდასაჭერი პროექტის შემაჯამებელი პრეს კონფერენცია
05/06/2010

 პრესრელიზი

5 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
teonabagdavadze@gmail.com
897 97 03 5
3

 დევნილების მხარდასაჭერი პროექტის შემაჯამებელი პრეს კონფერენცია 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ივნისი, 2010 - 2010 წლის 26 მაისს, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების და ქართველი მუსიკოსების  კონცერტი გაიმართა. 

ამავე დღეს, მოეწყო სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით,რომელშიც დევნილებთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა და ღიად დააფიქსირეს მათი პოზიცია საქართველოში  რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 350 , 000 მდე დევნილი ცხოვრობს.

შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე,  ღონისძიების ორგანიზატორები„ კოალიცია სამართლიანობისათვის"  და  „ Altervision Group"  საზოგადოებას საერთაშორისო მედია მხარდაჭერის მონიტორინგს წარუდგენენ.

პრეს კონფერენცია ამ თემასთან დაკავშირებით, 4  ივნისს, 15.30-ზე „ ბარ  N1" ში  (შარდენის ქ 1)  გაიმართება

ღონისძიება რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა,  გააშუქეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო მედია საშუალებებმა , როგორებიცაა:  BBC, CNN, France 24, Yahoo! News, Liberasion, Nuvel Observer,  Bloomber, Reuters და მრავალი სხვა.

ზუგდიდში 26 მაისს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა 80 ათას ადამიანზე მეტი.

ღონისძიების  დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვია, მათ შორის, როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისე საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები,  საფრანგეთის  არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედია საშუალებებიდან.

აღსანიშნავია, რომ კონცერტში ყველა მონაწილე ვარსკვლავმა  Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა. ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტმა საქართველოში 25 მაისიდან 28 მაისამდე გასტანა. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილების მხარდაჭერა, მათი პრობლემების აქტუალიზაცია და ამ საკითხის გარშემო  საერთაშორისო საზოგადოების  და მედიის ყურადღების კონსოლიდაცია გახლდათ.

სტუმრები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის" და  ორი  ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის  : SOS Rasizm  და   UEJF-ს მოწვევით ჩამოვიდნენ,მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი „ALTER VISION GROUP" ის მოწვევით. 

„ საქართველოში 350000 ( სამას ორმოცდაათ ათასზე) მეტი დევნილია, ღონისძიება, რომელიც მათ მხარდასაჭერად გაიმართა, მიზნად ისახავდა საერთშორისო საზოგადოების აზრის კონცენტრირებას აღნიშნული საკითხის გარშემო. მოხარულები  ვართ, რომ ამდენი ცნობილი ვარსკვლავის, მსოფლიო საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტში ჩართულობამ,  განსაკუთრებული  რეზონანსი  გამოიწვია." - ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის  „კოალიცია სამართლაინობისათვის„  ხელმძღვანელი .

" Alter Vision Group" იზიარებს და მხარს უჭერს პროექტის მთავარ მიზანს  და  მიმართულებას. საერთაშორისო  თუ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიის კონსოლიდაციამ ამ საკითხის გარშემო, გახადა ეს პროექტი  განსაკუთრებულად წარმატებული. "ირაკლი ნადარეიშვილი   " Alter Vision Group"

წაკითხულია: 2967