ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დიპლომატების ტური საქართველოში
20/05/2014


პრესრელიზი

20 მაისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა ჩანჩიბაძე
tourism@gnta.ge
2436999

დიპლომატების ტური საქართველოში

23-26 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და მათი მეუღლეები ეწვევიან.

23 მაისს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინდუსტრიული განვითარებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შესახებ კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენციაზე მინისტრები და სახელმწიფო სააგენტოების ხელმძღვანელები პრეზენტაციებს მოაწყობენ. ამის შემდეგ სტუმრები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმს მოინახულებენ. საღამოს სტუმრები გიორგი ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრებიან.

24 მაისს ასკაციანი დელეგაცია ბორჯომში გაემგზავრება. ელჩები და მათი მეუღლეები ესტუმრებიან ლიკანს და მიხეილ რომანოვის სასახლეს. ამის შემდეგ სტუმრები ახალციხეში რაბათის ციხესა და მუზეუმს დაათვალიერებენ. ეწვევიან ვარძიას და ფოკის დედათა მონასტერს.

26 მაისს, სტუმრები თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან.

დიპლომატებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის ორგანიზება მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობას. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის მხარის შესაძლებლობების წარმოჩენას, რაც საშუალებას მისცემს დიპლომატებს მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ.

წაკითხულია: 3900

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში