ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დუბაი - ტურიზმისა და მოგზაურობის ცენტრი
20/01/2013

 


პრესრელიზი


21 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

დუბაი - ტურიზმისა და მოგზაურობის ცენტრი

2012 წელს flydubai-ს მგზავრების რაოდენობა დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 285 %-ით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კი - 65 %-ით გაიზარდა

დუბაის ინოვაციურმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომოპანიამ მალდივების დედაქალაქ მალეში, პირველი რეისის შესრულებასთან ერთად მგზავრების რეკორდული ზრდა დააანონსა.

დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მგზავრთა რაოდენობის რეკორდული ზრდის აღსანიშნავად პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას  flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი, დუბაის ღონისძიებების და აქციების ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაილა სუჰაილი, ტურიზმის ბიზნესის, ტურიზმის დეპარტამენტის და მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი ჰამად ბინ მეჯრენი და დუბაის აეროპორტების მარკეტინგის და კორპორატიული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი ანიტა მერა ესწრებოდნენ.

flydubai-ს რეგიონალური გაფართოების პოლიტიკის შედეგად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული ბოლო მონაცემების მიხედვით, 2012 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით დსთ-ს ქვეყნებიდან, რუსეთიდან და საქართველოდან მგზავრთა რაოდენობა 34%-ით გაიზარდა.

 

flydubai არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფადმზარდი ახალბედა ავიაკომპანია, დუბაი რომ რეგიონში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქი  არ ყოფილიყო."

დუბაის აეროპორტების მარკეტინგის და კორპორატიული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა ანიტა მერამ განაცხადა: flydubai-ს რეგიონალური განვითარების შედეგად, არა მხოლოდ დუბაის, არამედ დუბაის გავლით ამ რეგიონში მდებარე ბევრი ქალაქის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის წარმოუდგენლად დიდი ზრდა დაფიქსირდა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს 56,5 მილიონიანი მგზავრთა ნაკადით, მსოფლიოში  სიდიდით მეოთხე საერთაშორისო მგზავრებით დატვირთული ცენტრი გახდა.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: მალეს მიმართულებით დანიშნული რეისი flydubai-ს მგზავრებს დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სპარსეთის ყურის ქვეყნების მგზავრების დიდ ნაწილს მოხიბლავს და მოიზიდავს. დუბაის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უპირატესობა, მისი აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი კარიბჭის, წელიწადის ოთხივე სეზონის მანძილზე პოპულარული ტურისტული ცენტრის, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრის სტატუსი ხელმისაწვდომს და მოხერხებულს ხდის flydubai-ს ქსელში მოგზაურობას.

ამჟამად ავიაკომპანია რეგიონში 16 მიმართულებით ოპერირებს. რეისები სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყირგიზეთში, მაკედონიაში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, თურქმენეთში და უკრაინაში სრულდება.flydubai-ს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია. ავიაკომპანია ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, ყატარის და საუდის არაბეთის ქვეყნების მიმართულებით კვირაში 265 ფრენას ასრულებს. flydubai სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებს.

განვითარების მაჩვენებლების უახლესი მონაცემები:

  • 2012 წელს დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე წინა წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 285%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში ფრენების რაოდენობა 144%-ით გაიზარდა.
  • 2012 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში ფრენების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა.

DEPE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლაილა სუჰაილმა განაცხადა: დუბაიმ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარი ტურისტული მიმართულების სტატუსი უკვე დაიმკვიდრა. 2011 და 2012 წლებში დუბაი საერთაშორისო ფესტივალების და ღონისძიებების ასოციაციამ „მსოფლიო ფესტივალების და ღონისძიებების ქალაქის" ტიტულით დააჯილდოვა.

შეხვედრის ბოლოს flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა  აღნიშნა: „ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ახალი მიმართულებების ათვისება და ხალხისთვის დუბაისთან დასაკავშირებლად მეტი შესაძლებლობების შეთავაზება. ჩვენი მიზანი იყო დუბაის კომერციული და ტურისტული შესაძლებლობები ადამიანების, რაც შეიძლება დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ასევე ტურისტებს ჰქონოდათ საშუალება flydubai-ს ქსელის სხვადასხვა მიმართულებებით ესარგებლათ. flydubai არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფადმზარდი ახალბედა ავიაკომპანია, დუბაი რომ რეგიონში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქი  არ ყოფილიყო."

წაკითხულია: 2271