ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დუბაიში 7000-ე ბოინგი-737 flydubai-მ ჩამოიყვანა
26/12/2011

   

 პრესრელიზი   

26 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609; 
maiko@publicity.ge 

დუბაიში 7000-ე  ბოინგი-737 flydubai-მ ჩამოიყვანა

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Flydubai-მ წელს მეათე, ხოლო 2009 წლიდან (დაარსებიდან) დღემდე 21-ე თვითმფრინავი  დუბაიში ჩამოიყვანა. კომპანია ბოინგის საწარმოო ხაზიდან მე-7000-ე  თვითმფრინავი 737-800NG ავიაინდუსტრიის ერთ-ერთი უახლესი ავიაკომპანიის ფლოტს შეემატა.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: ჩვენ ვამაყობთ, რომ მე-7000-ე ბოინგ 737 ჩვენ შეგვხვდა. თვითმფრინავის ეს მოდელი ყველა დროის ყველაზე წარმატებულ  მოდელად ითვლება. ბოინგ 737 კომერციულად ყველაზე მომგებიანი და დახვეწილი დიზაინის მოდელია. ეს თვითმფრინავი ძალიან პროდუქტიულია, მისი ოპერირების და ექსპლუატაციის ხარჯი დაბალია, რის გამოც  ჩვენი კომპანიისთვის ის იდეალური თვითმფრინავია. ჩვენ მომხმარებლებს დავპირდით, რომ ყველაფერს ვიღონებთ ფასების შესამცირებლად და მათ ყველაზე დაბალ ტარიფებს შევთავაზებთ. ამავდროულად ჩვენ შევინარჩუნებთ უსაფრთხოების და კომფორტის უმაღლეს სტანდარტებს. ამ მიზნების მისაღწევად ბოინგი 737-800NG საუკეთესო თვითმფრინავია.

ბოინგ 737 პროგრამის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი ბევერლი ვაისი ამბობს:  ჩვენთვის ძალზედ სასიამოვნო ფაქტია, რომ მე-7000-ე ბოინგ 737 კომპანია flydubai-ს ერგო. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ სხვა ოპერატორებთან და სალიზინგო კომპანიებთან ერთად flydubai-ც სარგებლობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავიალაინერებით. ათასობით ჩვენი თანამშრომელი წლების მანძილზე სხვადასხვა მოდელის ბოიგზე მუშაობდა, დღეს ეს ხალხი ახალი თაობის 737-ებს აწყობენ. ეს თვითმფრინავები  უამრავ კერძო, კომერციულ და სამთავრობო რეისებს ახორციელებს.

ახალი თვითმფრინავი დუბაიში ბოინგის ბაზიდან ჩამოვიდა, რომელიც პეინ ფილდში, სიეტლში, აშ.შ.-ში მდებარეობს. ეს flydubai-ს პირველი 737-ია, რომელსაც კომპანია CTT-ს უახლესი Zonal Drying System გააჩნია. ეს არის ჭარბი ტენიანობის შემცირების უახლესი სისტემა, რომელიც ფრენის დროს დაგროვილ კონდენსირებულ ჰაერს ასუფთავებს. ახალი სისტემა ყოველწლიურად ანადგურებს თითქმის 200 კგ. შესქელებულ აირს თითოეული თვითმფრინავიდან. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ნახშირბადის გამოყოფას, ამცირებს თვითმფრინავის კონსტრუქციის დაჟანგვის საფრთხეს. flydubai-მ წელს უკვე შეუკვეთა 31 Zonal Drying-ის სისტემა, რომლებიც 2011 დან 2016 წლამდე flydubai-ს თვითმფრინავებზე დამონტაჟდება.

კომპანია CTT-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი პიტერ ლანდქვისთი აცხადებს: მოხარულნი ვართ, რომ flydubai იზიარებს ჩვენს ხედვას სპარსეთის ყურეში ეფექტური და კომფორტული მგზავრობის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით. ავიაკომპანიას მთელს ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და დატვირთული ფლოტი გააჩნია. Zonal Drying -ის სისტემის დანერგვით flydubai სტრუქტურული და ქმედითუნარიანი ოპერირების ახალ ეტაპზე გადადის.

ოპერირების ქმედითუნარიანობის ოპტიმიზაციის გარდა ავიაკომპანია აუმჯობესებს მგზავრების კომფორტს. Flydubai ნერგავს ინოვაციურ  Boeing Sky Interior და FiberTo-The-Touch სისტემას კომპანია Lumexis-ისგან.

ეს უახლესი თვითმფრინავი მე-14ა flydubai-ს ავიაპარკში, რომელშიც უახლესი ინტერიერია დამონტაჟებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის თვითმფრინავების 2/3 აღჭურვილია უახლესი კომფორტული ინტერიერით. კომპანია Flydubai-ს სავარძლებს მსოფლიოს წამყვანი სავარძლების მწარმოებელი კომპანია Recaro Aircraft Seating აწარმოებს. ეს ბრენდი სავარძლებს ასევე სპორტული და რბოლის ავტომობილებისთვის აწარმოებს.

Recaro Aircraft Seating-ის აღმასრულებელი დირექტორი აქსელ ქასნიცი აცხადებს: სავარძლებს ინოვაციური დიზაინი გააჩნია, რაც  მგზავრისთვის მეტ კომფორტს და 2 ინჩით მეტ ფეხის დასადებ ადგილს ჰქმნის.  სავარძლის ჟურნალის ჯიბეები ჩვეულებრივზე მაღლაა განთავსებული, რაც ასევე მგზავრის კომფორტს აუმჯობესებს. ჩვენი სავარძლების სისტემა ნამდვილად მოწინავე და საუკეთესოა. ის შექმნილია ავიაკომპანიის პრიორიტეტების: კომფორტის, ფასისა და კეთილმოწყობილობის გათვალისწინებით. ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ მგზავრის პირადი სივრცე საზურგე ჯიბის უფრო მაღლა გადატანით. ავწიეთ სისუფთავის და ჰიგიენის ხარისხი საზუგის ჯიბის ახალი დიზაინის მეშვეობით. ასევე შევამცირეთ თვითმფრინავის მასა, ტრადიციული სავარძლების მსუბუქი მასალებისგან დამზადებული სავარძლებით ჩანაცვლების ხარჯზე. სავარძლების ოპტიმალური დიზაინის ხარჯზე თითოეულ თვითმფრინავს 9 სავარძელი დაემატა, რაც საერთო მგზავრობის ფასსაც შეამცირებს. flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი ამბობს:  ჩვენს  ავიაპარკს  საუკეთესო ფრენების რეპუტაცია გააჩნია. მგზავრების კომფორტის ასამაღლებლად, ფრენების ტარიფების შესამცირებლად და უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტების დასანერგად ჩვენ  უამრავი ინოვაციური სტანდარტი დავნერგეთ. Flydubai-ს მგზავრებმა უკვე იციან, რომ ისინი  უახლესი, ინოვაციური და უსაფრთხო თვითმფრინავით მგზავრობის ბილეთს ყიდულობენ. Flydubai შეიძლება დაბალფასიანი ავიაკომპანიაა, მაგრამ ნამდვილად არ არის დაბალი ხარისხის.

 

წაკითხულია: 2498