ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დღეიდან გუდვილის მომხმარებლებს ცხელი ხაზით სარგელობა შეუძლიათ
13/05/2011


პრეს-რელიზი

13 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73

დღეიდან გუდვილის მომხმარებლებს ცხელი ხაზით სარგელობა შეუძლიათ

[PUBLICITY.GE] თბილისი,  13 მაისი , 2011 წელი  - კომპანია გუდვილი დღეიდან მომხმარებლებს „ცხელ ხაზსს" სთავაზობს. „ცხელ ხაზთან" კავშირი ხორციელდება ქვეყნის მაშტაბით და  ჩართულია კომპანიის ქსელი. 

იმისთვის, რომ მომხმარებლის არც ერთი ზარი არ დარჩეს უპასუხოდ, გუდვილმა გააფართოვა მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება. „ცხელი ხაზი" (40 00 02) ჩართულია კომპანია გუდვილის მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში, სადაც სამი კომპეტენტური ოპერატორი 10 საათიდან 20 საათამდე ნებისმიერ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებლებს.

„გუდვილის მომხმარებლების ყოველდღიური რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს. კომპანიის მიზანი მისი დაარსების დღიდან მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვაა, ამ მიზნით შეიქმნა „ცხელი ხაზიც"

„ ცხელ ხაზზე" (40 00 02)  შესაძლებელია ინფორმაციის მიღება კომპანიის სფეროსასთვის მიკუთვნილ საკითხებზე: გუდვილში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ, წარმოების, ბონუს კლუბის, მიმდინარე სიახლეების, პროექტების თუ სხვა მომხმარებლისთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. კომპანია გუდვილის ცხელი ხაზი (40 00 02) 10 საათიდან 20 საათამდე მუშაობს."-
აცხადებენ გუდვილში.

მალე კი კომპანია გუდვილი ინტერნეტ სუპერმარკეტს შესთავაზებს მის მომხმარებლებს, პროექტის სახელწოდებაა goodwilldelivery.ge.

წაკითხულია: 2717