პრესრელიზი
9 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამთა თამაზაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მობ: 599 45 22 33
ელ ფოსტა: t.tamazashvili@gnta.ge
www.georgia.travel
დღეიდან დედაქალაქში ტურისტებს „მობილური გიდები" მოემსახურებიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქის სტუმრებს ახალ სერვისს „მობილურ გიდებს" სთავაზობს. კვირაში 3 დღე, პარასკევს, შაბათს და კვირას ქ. თბილისში ტურისტულად დატვირტულ ადგილებში იარსებებს მობილური ჯგუფები, რომლებიც, გამოირჩევიან ბრენდირებული ჩაცმულობით, აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ბეჭდვითი საინფორმაციო-სარეკლამო მასალით და ტურისტებს უზრუნველყოფენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ.
პროექტი მიზნად ისახავს ზაფხულის სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის. მობილური გიდები გადაადგილდებიან ოთხი მიმართულებით თავისუფლების მოედანი - რუსთაველის ქუჩა, შარდენის ქუჩა, აბანოთუბანი, ნარიყალას ტერიტორია, 10:00 -დან - 20:00 - საათამდე.
პროექტი თავდაპირველად 2 თვიანია და ოქტომბრამდე გასტანს. აღნიშნული პერიოდი ითვლება ყველაზე დატვირთულ სეზონად ტურისტული თვალსაზრისით. დასაქმებულია 8 სტუდენტი, მათ ტრენინგები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გაიარეს.
„როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ჩამოსული ტურისტების 80 პროცენტი მოგზაურობს ინდივიდუალურად, ამასთანავე მათი 90% აუცილებლად მოინახულებს თბილისს, თბილისში ამ დროისათვის ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ორ ლოკაციაზე და მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი, თუმცა ჩვენი ახალი ინიციატივით შევეცადეთ, რომ მათი გადაადგილება გაგვეხადა უფრო პროდუქტიული და უფრო მეტი ტურისტული მიმართულების შეთავაზების შესაძლებლობა გვქონოდა". განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ