ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დღეს ბათუმის კონოფესტივალი სრულდება
24/09/2011


 


 

24 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com

+995558929062

დღეს ბაღუმის კონოფესტივალი სრულდება

ღეს ბათუმის საავტორო კინოს მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბოლო ღია ჩვენება შედგება. 12:00 სთ-ზე „ოსტატთა კოლექციიდან" ნაჩვენები იქნება ჯერსი სკოლიმოვსკის ფილმი „აუცილებელი მკვლელობა". სურათში ასახულია ამერიკის ჯარების მიერ ავღანეთში დაპატიმრებული მუჰამედის გაქცევა. დევნილის გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანის მოკვლაა.

კინოფესტივალის პროგრამაში, გარკვეული მიზეზების გამო, ცვლილებაა. ლარს ფონ ტრიერის ფილმი „მელანქოლია" 14:00 სთ-ის ნაცვლად საღამოს 22:00 სთ-ზე გავა.

ბათუმის დრამის თეატრში განმეორებით 13:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება ტომ დილიჩიოს ამერიკული ფილმი „როდესაც უცნაური ხარ". სურათი მოგვითხრობს ცნობილი ჯგუფის The Doors" - ის შესახებ. 15:30 სთ-ზე კი, იორგენ ლეტის „ეროტიკული მამაკაცის" განმეორებითი ჩვენება შედგება.

17:00სთ-ზე კინოთეატრ „აპოლოში" შეგიძლიათ იხილოთ მარკ რომანეკის „არ გამიშვა" (დიდი ბრიტანეთი/აშშ 2010წ.) 19:00სთ-ზე კი ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრის" წინასაპრემიერო ჩვენება შედგება. (საქართველო, 2011).

ბათუმის დრამატულ თეატრში 17:00სთ-ზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება შედგება: „სიყვარული" ტომას ვანგსმო, (ნორვეგია, 2009), „ვირისტერფა" იონას ოდელი, (შვედეთი, 2010), „ორძალაუფლებიანობა", ფერდინანდო ციტო ფილომარინო (იტალია, 2010), „შუქნიშნები", გიულიო რიჩიარელი (გერმანია, 2009), „მარიას გზა", ანნა მილნე (დიდი ბრიტანეთი/ესპანეთი 2009), „პატარა თოვლის ცხოველი", მიია ტერვო (ფინეთი, 2009).

ხოლო ბოლო სეანსზე, (21:00) წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმი „დაბადებულები საქართველოში", რომლის რეჟისორია თამარ შავგულიძე, (საქართველო 2011).

კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - . ბათუმის მერიაკინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით -   info@biaff.org   

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

 

წაკითხულია: 2412