ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დღეს ბათუმის კონოფესტივალის მეორე დღეა
18/09/2011


  პრესრელიზი

18 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაციოა:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com
+995558929062

დღეს ბათუმის კინოფესტივალის მეორე დღეა

[Publicity.Ge] თბილისი, 18 სექტემბერი,2011 - დღეს, 18 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეა. 12 საათზე კინოთეატრ „აპოლოში" დოკუმენტური ფილმი, „ვარდისფერი სარი" იქნება ნაჩვენები. ფილმის რეჟისორია კიმ ლონგინოტო, (დიდი ბრიტანეთი, 2010 წ.). ფილმი მოგვითხრობს ინდოელი ქალების შესახებ, რომლებიც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვიან.

ასევე 14 საათზე, „აპოლოში" „როდესაც ჩვენ მივდივართ" ჩვენება შედგება. ფილმი არასაკონკურსო სექციაშია განთავსებული. რეჟისორი ფეო ალადაგია. (გერმანია, 2010წ.)

ხოლო ბათუმის დრამატულ თეატრში 16 საათზე ვუდი ალენის ფილმის, „შუაღამე პარიზში" განმეორებითი ჩვენება შედგება.

კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების  და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით -   info@biaff.org   

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

წაკითხულია: 2309