პრესრელიზი
2 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ევროპა დონა საქართველომ "ძუძუს ჯანმრთელობის დღე" აღნიშნა
ოქტომბრის თვე მსოფლიოში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვედაა აღიარებული. 15 ოქტომბერს მსოფლიოს 44 ქვეყანა ჯანმრთელი ძუძუს დღეს აღნიშნავს. საქართველოში ეს თარიღი უკვე ხუთი წელია აღინიშნება და მისი ორგანიზატორი და ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა დონა საქართველოა.
ორგანიზაცია, რომელიც მცირედი შემოწირულობის საუძველზე მოღვაწობს, აერთიანებს ექიმებს, პაციენტებსა და იმ ქალბატონებს , რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს და დაამარცხეს კიბო.
ჯანმრთელი ძუძუს დღესთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირა ორგანიზაციის წევრებმა სწორედ ჯანსაღ ცხოვრების წეს მიუძღვნეს და მოაწყეს გასვლითი ლაშქრობა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ძუძუს კიბო დამარცხებული ქალბატონების აქტიურობით დაემტკიცებინათ, რომ ძუძუს კიბო დაძლევადი პრობლემაა და ამისთვის თავად ქალბატონების აქტიურობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ერთმანეთის თანადგომაა საჭირო.
„უკვე მეხუთე წელია საქართველოში ტარდება ჯანმრთელი ძუძუს კიბოს დღე, რომელსაც ყოველწლიურად განსხვავებულად ავღნიშნავთ. წელს გასვლითი ლაშქრობით, რომელიც საქართველოს რეგიონში ტურს გულისხმობდა, ქართველმა ძუძუს კიბო დამარცხებულმა ქალბატონებმა მოაწყეს მარათონი-მსვლელობა ისტორიულ ადგილებში. ჩვენი აქტიური ცხოვრების წესით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართველ ქალბატონებს და განსაკუთრებით რეგიონის მაცხოვრებლებს ჩაიტარონ სისტემატიური სკრინინგი,გამოიკვლიონ სარძევე ჯირკვალი და ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაამარცხონ ეს დაავადება" - განაცხადა ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტმა ნინო სეხნიაშვილმა.
მომავალი გასვლა რეგიონებში კიდევ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს და ორგანიზაციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ინფორმაციული შეხვედრები რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან რეალური წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ერთობლივად დამარცხდეს ეს დაავადება.
###
ევროპა დონა - ძუძუს კიბოს ევროპული კოალიციაა, რომლის მთავარი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცოდნის გაუმჯობესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რათა დაეხმაროს ქალებს იცხოვრონ დიდხანს ჯანმრთლი სიცოცხლით.
ევროპა დონას ჰყავს წევრი ჯგუფები ევროპის 44 ქვეყნიდან, რომელთა მიზანია ევროპელი ქალების მობილიზება და პროპაგანდირება რათა: გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ, მოხდეს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, რაც განსაზღვრულია ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტიკის ხარისხის განმაპირობებელი ევროპული გზამკვლევის მიერ, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა.
- ევროპა დონა არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპელ ქალთა ინტერესებს წარმოადგენს ძუძუს კიბოს თვალსაზრისით, როგორც ადილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებათა, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე. 2006 წლიდან საქართველოში დაფუძნდა საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია, რომელშიც ამ ეტაპე გაერთიანებულია ორი ძირითადი ორგანიზაცია: ევროპა დონა საქართელო და კიბოს კვლევის ჯგუფი.
კოალიციაში გაწევრიანებული არიან მედიკოსები, ძუძუს კიბოთი გადარჩენილი ქალები და უბრალოდ ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანები. ჩვენი ძირითადი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების დონისა და ზოგადი ცოდნის ამაღლება;
###
ორგანიზაციის მედია მხარდამჭერია ფაბლისითი ჯგუფი