პრესრელიზი
2 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გარვრცელებისთვის
საკონტაქტო პირი
სოფო ჭიჭინაძე
599196907
sophie.tchichinadze@undp.org
ევროპელი პარლამენტარები და ქართველი პოლიტიკოსები მსჯელობენ გენდერულ თანასწორობაზე საქართველოს პოლიტიკაში
თბილისი. 2 ივლისი 2012 - ცხრა ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ იმსჯელებს.
ხოსე მენდეს ბოტა (პორტუგალია), პეტერ ვან გიილი (ნიდერლანდები) და რიჩარდ კალიჩი (პოლონეთი) საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით შიდა პარტიულ მექანიზმებსა და წესებს გააცნობენ.
სამივე ევროპელი პოლიტიკოსი თავისი ქვეყნის პარლამენტს წარმოადგენს. ხოსე მენდეს ბოტა აგრეთვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მომხსენებელია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებში.
შეხვედრას შემდეგი ქართველი პოლიტიკოსები დაესწრებიან: მიხეილ მაჭავარიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები); დავით უსუფაშვილი (რესპუბლიკური პარტია); დავით გამყრელიძე (ახალი მემარჯვენეები); მანანა კობახიძე (ქართული ოცნება); ზვიად ძიძიგური (კონსერვატული პარტია); კახა შარტავა (ეროვნული ფორუმი); ზურაბ ტყემალაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს); და გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია).
ევროპელი პარლამენტარების 2-დღიანი ვიზიტის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) UNDP-ის საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის მსოფლიო პროგრამის (GPECS) დაფინანსებით და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით. ინიციატივა განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში".
მედიას ვიწვევთ ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსების გაერთიანებულ პრეს კონფერენციაზე: ორშაბათს, 2 ივლისს, 16:00 - 16:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი", თამარ მეფის დარბაზი
გაეროს ერთობლივი პროგრამა ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში": შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით გაეროს ერთობლივ პროგრამას განახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამა ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესებას.