პრესრელიზი
25 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail: pr@moe.gov.ge
Tel.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი
ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის
26 თებერვალს (11:00 სთ, სასტუმრო "ბეტსი") ჩატარდება პროექტის "ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის" (TEEB) სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გახსნის გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები.
"ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის" (TEEB) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების გლობალურ ეკონომიკურ სარგებელზე ყურადღების გამახვილებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებითა და ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე ხაზგასმას და პრაქტიკული ქმედებების განხორციელებისათვის მეცნიერების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროთა ერთობლივ ძალისხმევას.
საქართველო გამოცხადებულია აღნიშნული ინიციატივის საპილოტე ქვეყნად.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გარემოს დაცვის სამინისტროს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ შენიშვნები და წინადადებები დოკუმენტის სრულყოფის მიზნით.