ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ეკონომიკის მინისტრი კომპანია გუდვილის ინტერნეტ სუპერმარკეტის პირველი მომხმარებელი გახდა
05/07/2011


პრესრელიზი

5 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73

ეკონომიკის მინისტრი კომპანია გუდვილის ინტერნეტ სუპერმარკეტის პირველი მომხმარებელი გახდა

[Publicity.Ge]თბილისი, 5 ივლისი, 2011 - 4 ივლისს, 13:00სთ-ზე ჰიპერმარკეტში გუდვილის ახალი პროექტის, ინტერნეტ-სუპერმარკეტ „GOODWILLDELIVERY.GE"-ის  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა ვერა ქობალიამ, ინტერნეტ-სუპერმარკეტში პირველი სიმბოლური შესყიდვა განახორციელა.

დღეიდან მომხმარებლებს საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუკვეთონ გუდვილის პროდუქცია. პროდუქტების მისამართზე მიტანას  მსოფლიოში ლიდერი ბრენდი DHL -ი, ხოლო ინტერნეტით გადახდებს „თიბისი" ბანკი უზრუნველყოფს.

„ინტერნეტ-სუპერმარკეტზე" მუშაობა 2010 წლის დეკემბერში დავიწყეთ, შვიდი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელებაზე მარკეტინგის გუნდი აქტიურად მუშაობდა, პროექტისთვის ჰიპერმარკეტში შეიქმნა სერვის ცენტრი, დამატებით დასაქმდა 7 ადამიანი.

ინტერნეტ სუპერმარკეტი ინოვაციური სერვისია. ვფიქრობ მათ ვისაც სურს იყვნენ ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ შორი მანძილისა და დამატებითი ხარჯების გამო ვერ ახერხებენ გუდვილში სიარულს, კარგი შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ მაღალი ხარისხის მომსახურებით. გადაზიდვის დაბალი ტარიფი, ჰიპერმარკეტთან შედარებით 5%-ით დაბალი ფასი, ასევე ონლაინ რეჟიმში ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობა და არაერთი მარკეტინგული სტიმულები, რომელიც დაგეგმილია, მოიზიდავს ახალ სამომხმარებლო სეგმენტსა და ზოგადად ქვეყანაში ინტერნეტ შოფინგის კულტურას შექმნის და განავითარებს.

GoodwillDelivery.ge-ზე წარმოდგენილია პირველადი მოხმარების 1500-მდე პროდუქტი, რაც მუდმივად განახლდება და შეივსება. წლის ბოლოსთვის პროდუქტების რაოდენობა 5000-ს მიაღწევს.

მსოფლიო ტენდენციებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მალე ონლაინ ვაჭრობა საქართველოშიც მოიპოვებს ნდობას. მომხმარებელი შეეჩვევა ამ ტექნოლოგიას და ისიამოვნებს ინოვაციური, მოსახერხებელი სერვისით.
- განაცხადა კომპანია გუდვილის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ მაღულარიამ.  

ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ონლაინ შოფინგს. ამასთან მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ონლაინ სუპერმარკეტებზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე მსოფლიოს წამყვან ონლაინ-სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 19%-ით გაიზარდა, რეალიზაციის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა, და მთლიანი სამომხმარებლო ბაზრის 2 % შეადგინა.

###

წაკითხულია: 2937