პრესრელიზი
3 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
Ani.Nadiradze@ugt.ge
ელექტრონული მაღაზია lit.ge
ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ს მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება, lit.ge - ზე ელექტრონული სახით შეიძინოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული ძველი და ახალი წიგნები.
ბოლო წლებში მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მნიშნელოვან ადგილს იკავებს ელექტრონული წიგნი. საქართველოშიც უკვე გამოჩნდა ელექტრონული წიგნების პირველი მაღაზია lit.ge და სპეციალური წამკითხველი მოწყობილობები, ე. წ. რიდერები, რომელთა საშუალებითაც წიგნის კითხვა კომფორტული და თვალებისთვის უსაფრთხოა. სიახლეს, რომელიც ელექტრონული წიგნის გაჩენას მოჰყვა თან, ნელ-ნელა ფეხს უწყობენ ქართული გამომცემლობებიც.
ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ს მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება, lit.ge - ზე ელექტრონული სახით შეიძინოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული ძველი და ახალი წიგნები. lit.ge-ს ყოველდღიურად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2 ახალი წიგნი ემატება და სულ მალე აქ ამ გამომცემლობის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.
ამჟამად lit.ge - ს ელექტრონულ მაღაზია-ბიბლიოთეკაში რამდენიმე ასეული წიგნია. უახლოეს მომავალში, ეს რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მოიცავს, როგორც მხატვრული ლიტერატურის თანამედროვე და კლასიკურ შედევრებს, ასევე სპეციალურ ლიტერატურას.
ასევე, ელექტრონული მაღაზია-ბიბლიოთეკა lit.ge მუდმივად ზრუნავს საკითხავი საშუალებების რაოდენობის გაზრდაზე. ქართველი მკითხველი უკვე იცნობს იოტა რიდერს, რომელიც ამჟამად იყიდება lit.ge-ს საიტზე და ტექნიკისა თუ წიგნების მაღაზიებში. გარდა ამისა, აპრილის მეორე ნახევარში დაინერგება Android სისტემის აპლიკაცია, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება lit.ge-ზე შეძენილი წიგნების წაკითხვა.