ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ერთი საკერავი მანქანით დაწყებული ბიზნესი
გორელი მეწარმე მარიამ პაპიტაშვილი პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა ბავშვობის ოცნება დიზაინერობა და საკუთარი სამოდელო ატელიეს ფლობა იყო. ნიჭიერი გოგონა ბავშვობიდან ქარგავდა და კერავდა. სკოლის ასაკიდან მიყოლებული სურვილი ჰქონდა ისეთი სამოსი შეექმნა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ქალურობას და საკუთარ პროდუქციაში მძივები, ხელით ნაქარგი ორნამენტები და ქართული სტილი შეეტანა.
სწავლის დასრულების შემდეგ მარიამმა ერთი საკერავი მანქანით და საკუთარი ძალებით დაწყო მშობლიურ ქალაქში მუშაობა, თუმცა არ ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდა და არც კლიენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა მისი ბიზნესი. გასულ წელს მის ცხოვრებაში რადიკალური გარდატეხა მოხდა. ახალგაზრდა სტარტაპერმა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობა ფონდ კრისტალისა და USAID-ის პროექტ „Yes Georgia”-ში გამოეცადა და წარმატებული გასაუბრებისა შემდეგ „მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტიც გახდა. ახალგაზრდა დიზაინერმა გარდა იმისა, რომ თეორიული ცოდნა შეიძინა, პროექტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო და Yes Georgia-ს ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარი გახდა.
„პროგრამაში მონაწილეობამდე, მხოლოდ 1 საკერავი მანქანა მქონდა და რამდენიმე კლიენტი... ტრენინგ კურსი, ფინანსური მხარდაჭერა და მენტორინგის პროგრამა რომელიც განხორციელდა YES-Georgia-ს მიერ, დამეხმარა გამეზარდა ჩემი ბიზნესი და რამდენიმე თვეში საკუთარი სამკერვალოს გახსნაც კი შევძელი. შემდეგ უკვე შევქმენი საკუთარი კოლექცია და ჩვენებებში მონაწილეობაც მივიღე“ - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე მარიამ პაპიტაშვილი.
დღეს მარიამს ერთ-ერთი წარმატებული სამოსისა და აქსესუარების საწარმო NOA აქვს და საკუთარი ინდივიდუალური ხაზიც შექმნა. გარდა იმისა, რომ ცდილობს თითოეულ სამოსში ინდივიდუალური მისთვის დამხასიათებელი შტრიხი შეიტანოს მისი სამოსი 40+ ქალებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ისევე როგორც სპორტული ხაზი, რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი. თუ მარიამს პროექტამდე ერთი საკერავი მანქანა და მცირერიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა. დღეს მას უკვე საკუთარი, ტექნიკურად აღჭურვილი სამკერვალო აქვს. ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია. პარტნიორებთან ერთად ცდილობს ახალი გეგმები დასახოს ბიზნესი გასავითარებლად. იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებებში და დღეს იგი ბერლინის მოდის სახლთანაც თანამშრომლობს. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ნაწარმი ბერლინში წარმატებით იყიდება და ახალ კოლექციაზე და ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებაზე მუშაობს. თვლის რომ პროექტმა მასში სრული გარდატეხა მოიტანა. გარდა იმისა, რომ ისწავლა როგორ ეკეთებინა საყვარელი საქმე, ფინანსურადაც უფრო წარმატებული და ძლიერი გახადა.
პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან ( JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

პროექტში განაცხადების მიღება წელს 1 ოქტომბრამდე გრძელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1701