პრესრელიზი
13 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით "გუდვილი " და "ბილაინი" ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 თებერვალი, 2012 - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი "ბილაინი" და ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელი "გუდვილი" ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთობლივ საზეიმო ღონისძიებას მართავენ.
საზეიმო ღონისძიებას საქველმოქმედო ფონდი "იავნანას" პატრონაჟის ქვეშ მყოფი 4 მრავალშვილიანი ოჯახი დაესწრება.
ღონისძიება 13 თებერვალს, 17.00-ზე საბურთალოზე, გუდვილის ტერიტორიაზე ( ქავთარაძის N 1 - ში ) გამართება.
ღონისძიების ფარგლებში ჰიპერმარკეტების ქსელი მრავალშვილიან ოჯახებს საზეიმო დახვედრას მოუწყობს, ხოლო კომპანია ბილაინი მათ საჩუქრებს გადასცემს.
"ჰიპერმარკეტების ქსელი "გუდვილი" მუდმივად უდგას მხარში საქველმოქმედო ფონდი "იავნანას" სასიკეთო წამოწყებებს. დღეს გადავწყვიტეთ განსაკუთრებული დღესასწაული მოგვეწყო იმ ადამიანებისათვის, ვისაც ამის საშუალება სამწუხაროდ ნაკლებად აქვს. ამ აქციას ბილაინიც შემოუერთდა დარწმუნებულები ვართ ეს ერთობლივი ინიციატივა პერმანენტულ სახეს მიიღებს." განაცხადა " გუდვილის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატო დარჩიაშვილმა.
" ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის აქციის " ნათელი ფერები ბავშვებს" თავის აბონენტებთან ერთად რეგულარულად ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმედი გვაქვს ეს დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ იავნანას დიდი ოჯახის წევრებს" - თეონა ბაღდავაძე ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.