ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ვიმპელკომი OPERA MINI- სთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
15/06/2012

 


პრესრელიზი

15 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ვიმპელკომი OPERA MINI- სთან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ამსტერდამი, ნიდერლანდები 15.06.12 -  (NYSE: VIP),  სატელეკომუნიკაციო სივრცის წამყვანი ოპერატორი ვიმპელკომი, რომელიც საქართველში ბილაინის ბრენდით იპერირებს,  ვებ- საიტების ნავიგაციის ოპტიმიზაციისთვის  OPERA MINI -სთან  ერთად ახალ ვებ ბრაუზერს VimpelCom Opera Mini წარმოადგენს.

საგანგებო ვებ ბრაუზერი რომელიც ბილაინის 18 ქვეყანაში 2012 წლის ზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი,  ბილაინის 200 მილიონი აბონენტისათვის, მოხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ სწრაფი, განახლებული და ეფექტური მონაცემთა გადაცემის სისტემა, რომელიც იდეალურია დაბალფასიანი მობილური ტელეფონებისათვისაც.

ვებ ბრაუზერი VimpelCom Opera Mini გაუმარტივებს ბოლაინის აბონენტებს, ინტერნეტ სერვისების გამოყენებას მათ მობილურ ტელეფონებზე.

ახალი ვებ ბრაუზერი ბილაინის აბონენტებისთვის განსაკუთრებით მორგებულია ისეთ ინტერნეტ - სერვისების გამოსაყენებლად, როგორებისაა Facebook და Google.

ვიმპელკომის კომერციული დირექტორის მიხეილ გერჩუკის განცხადებით, ეს თამაშრომლობა მისცემს საშუალებას ბილაინის ყველა აბონენტს მარტივი და სწრაფი ვებ - ბრაუზინგით ისარგებლონ, დამოუკიდებლად იმ ფაქტისა, თუ რამდენად სრულყოფილია ტექნიკურად მათი ტელეფონები.

" ჩვენი კლიეტნების დიდი ნაწილი ცხოვრობს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის პენეტრაცია დინამიურად იზრდება, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბილაინი გამხდარიყო პირველი ოპერატორი რომელიც ამ მობილური სერვისის ინიციატივით  გამოვიდოდა.

Opera Mini ბრაუზერი იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც ვებ-  გვერდების  მოცულობას 90 %- ამდე ამცირებს, რაც ზრდის მათი ჩატვირთვის სიჩქარეს, ამცირებს ვებ- გვერდის გახსნისთვის საჭირო დროს, და ამცირებს დანახარჯებს ინტერნეტზე.

  ხელსაყრელ ტარიფთან ერთად მობილურ ინტერნეტზე VimpelCom Opera Mini არის ფუნქციონალური გამოყენების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული.

მობილური ბრაუზერის მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე საიტის ერთობლივი გახსნა.

Opera Software  გენერალური დირექტორის ლარს ბოისლენის განცხადებით , ეს ერთობილივ პროექტი დაეხმარება ბილაინის აბონენტებს მობილური ინტერნეტიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოს.

" Opera-ს მობილურ ბრაუზერი უკვე 190 მილიონი მომხმარებლისთვის არის ფავორიტი შეთავაზება, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა მობილური ინტერნეტის წვდომა ბილაინის  200 მილიონი აბონენტისათვის. "

ვიმპელკომი

ვიმპელკომი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტეგრირებული მობილური ოპერატორი, სადაც შედიან სატელეკომუნიკაციო კომპანიები, რომლებიც ხმოვანი და ინტერნეტ სერვისს აწვიან უკრაინას, ყაზახეთს, რუსეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, საქართველოს, სომხეთს, ყირგიზეთს, კამბოჯას, ლაოსს, ალჟირს, ბანგლადეშს, პაკისტანს, ბურუნდიას, ზიმამვეს, ცენტრალურ აფრიკას, იტალიას და კანადეს.

2012 წლის 31 მარტის შედეგებით, კომპანიის აბონენტების რაოდენობამ 209 მილიონი ადამიანი შეადგინა. 

წაკითხულია: 2668