დაჩი კეკუა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 11 წლის მოზარდი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია, სადაც პედაგოგ ქეთევან ახვლედიანთან ერთად მორიგი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება, რომელიც ესპანეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.