ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას
17/02/2014
პრესრელიზი

17 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995) 599 555 260
ირინა (იკო) ყიასაშვილი

ვკითხულობთ თანამდეროვე დრამატურგიას
 
„კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი" და გამომცემლობა „არტანუჯი" იწყებენ პროექტს „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას", რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეჟისორების მიერ მოწვეული მსახიობები „თანამედროვე დრამატურგიის სერიის" ფარგლებში გამოცემულ პიესებს ყოველთვიურად წაიკითხავენ.

19 თებერვალს, 20:00 საათზე „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში" გაიმართება გერმანელი დრამატურგისა და პროზაიკოსის დეა ლოერის პიესის „ცხოვრება რუზველტის მოედანზე" კითხვა
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი

საღამო გაიხსნება პროექტის პრეზენტაციითა და ანა კორძაია-სამადაშვილის შესავალი სიტყვით, დასრულდება დისკუსიით. პრეზენტაციის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი, რომელმაც შემდეგი თვის კითხვ(ებ)ის რეჟისორები უნდა გამოავლინოს.

აქვე შეგეძლებათ შეიძინოთ „თანამედროვე დრამატურგიის სერიით" გამოცემული სამი წიგნი (გერმანულენოვანი დრამატურგიის ორი ტომი და სპარსული დრამატურგია) 40%-იანი ფასდაკლებით, თითო ტომი მხოლოდ 10 ლარად.

დასწრება თავისუფალია!


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 599 555 260 ირინა (იკო) ყიასაშვილი

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის N182, მუშტაიდის ბაღი


იმოძრავეთ თეატრისკენ!

წაკითხულია: 5841