პრესრელიზი
22 იანვარი, 2012
საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე
+ 995 93 75 03 49;
+ 995 32 2 99 77 06
nino.artnews@yahoo.com
russianclub.ge; rcmagazine.ge
ვლადიმირ ვისოცკის ხსოვნის საიუბილეო საღამო
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" 2013 წ. 25 იანვარს თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გამართავს საღამოს "Я, конечно, вернусь ...", რომელიც ეძღვნება მომღერლის და არტისტის ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 75 წელს.
მაყურებლებს ელით ახალი არანჟირება, უჩვეულო შესრულება და ორიგინალური სცენოგრაფია.
კონცერტში მონაწილეობენ: ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი, ანსამბლი "ფორტე", ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურადძე, ოთო ნემსაძე, ეკა კვალიაშვილი, თემო საჯაია, Funkids და ბევრი სხვა.
ასევე კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას შემსრულებლები უცხოეთიდან - მიხაილ გრაცკანი (უკრაინა), არტურ ფედოროვიჩი (ბელორუსი), დავით ხაჩტრიანი (სომხეთი), სამირ რაჯაბოვი და ელხან ჩელაბი (აზერბაიჯანი).
საღამოს სპეციალური სტუმარი - მანანა მენაბდე.
ვლადიმირ ვისოცკი (1938 - 1980) - რუსი მუსიკოსი, მსახიობი, პოეტი.ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა. ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა.