„ჩვენი მიზანია არაქართველ მოსწავლეებს შევაყვაროთ ქართული ენა და გავუადვილოთ ქართულ ენაზე სწავლების პროცესი. ამ ეტაპზე ჩვენს სკოლებში ათობით უცხოელი მოსწავლეა, რომლებიც სიამოვნებით სწავლობენ ქართულ ენას. მათთვის და მათი მშობლებისთვის დამატებით საკვირაო სკოლაც გავხსენით. ძალიან გვიხარია, რომ ამ კამპანიაში ქართველი ბავშვებიც აქტიურად ეხმარებიან უცხოელ თანატოლებს და ერთად ემზადებიან ქართული ენის ოლიმპიადისთვის“. - განაცხადა ბატონმა მუსტაფა ჩაბუკმა. „კამპანია პირველ შედეგებს აპრილში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ, ქართული ენის ოლიმპიადაზე შეაჯამებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი მიღწევები კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ.“
რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმიც პროეტში ჩართული ერთ-ერთი სკოლაა. რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწორედ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეა, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ეუფლებიან ქართულ ენას.