,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 69 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო რეგიონებში მცხოვრები 29,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. სრული რეაბილიტირებული ფართი 158,285 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რისთვისაც, ჯამში, დაიხარჯა 29,340,000 აშშ დოლარი.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.