• სოფია ხარჩილავა, დიზაინის სახლი „სონია ხარჩი“ და რესტორიანი „სოფიასთან“
„ღონისძიებაზე წარმოვადგენთ ორ ორგანიზაციას, დიზაინის სახლი „სონია ხარჩი“ და რესტორიანი „სოფიასთან“. იცით რა არის ყველაზე კარგი? ის რომ ფესტივალი ტარდება სამეგრელოში დღეს. დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს როგორც ჩვენ, ისე ადამიანებს რომლებსაც სურთ რომ მუშაობდნენ. ვგრძნობ და მჯერა, რომ ფესტივალი არის პლატფორმა ჩვენთვის და ადამიანებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს. კარგია, რომ სამეგრელოში ჩატარდა ფესტივალი და ვიმედოვნებ რომ, ხშირად გვექნება ასეთი ფესტივალები. ბედნიერებაა ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ სოციალური მდგომარეობა და ვითარება, კერძოდ სამეგრელოში, გამოსწორდეს.“
• ასმათ კუჭავა, სამუშაოს მაძიებებლი
„დღეს მოვედი დასაქმების ფესტივალზე. სხვადასხვა პროფესიის განათლება მაქვს და ვეძებ განსხვავებულ, ჩემთვის საინტერესო იდეებს. მომეწონა ბევრი აქ წარმოდგენილი ორგანიზაცია, მოვძებნე საინტერესო შემოთავაზებები და იმედი მაქვს დავსაქმდები. ადრე ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ახლა ისევ ვეძებ სამსახურს. ასეთი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და, ალბათ, ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებსაც არა აქვთ სამსახური და უნდათ დასაქმდნენ. მოხარული ვიქნებით თუ მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ფესტივალები. ყველას ვუსურვებ წარმატებებს.“