ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ზურაბ წერეთელმა და გიორგი სიგუამ ყეინის მთაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოინახულეს
20/11/2013
პრესრელიზი

20 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

ზურაბ წერეთელმა და გიორგი სიგუამ ყეინის მთაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოინახულეს

 

დღეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ქართველ მხატვართან და მოქანდაკესთან ზურაბ წერეთელთან ერთად თბილისში, ყეინის მთაზე არსებული კომპლექსი „საქართველოს მატიანე" მოინახულეს. აღნიშნული ობიექტი შექმნილია ზურაბ წერეთლის ავტორობით და უახლოეს მომავალში ერთ-ერთ თვალსაჩინო ტურისტულ ატრაქციად გადაიქცევა. ძეგლებთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება საკვები ობიექტები, სუვენირების მაღაზიები და სხვა ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„ყეინის მთა და იქ განთავსებული უნიკალური კომპლექსი უკვე არის თბილისის ღირშესანიშნაობა, ხოლო მას შემდეგ რაც დასრულდება ინფრასტრუქტურული პროცესები, ეს ადგილი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ატრაქციად გადაიქცევა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ კომპლექსის ავტორი მსოფლიო მნიშვნელობის მოქანდაკე ბატონი ზურაბ წერეთელია, მას უკვე დიდ რეკლამას უკეთებს" _ განაცხადა გიორგი სიგუამ.

 

შეგახსენებთ რომ ზურაბ წერეთელი თბილისში, სამხატვრო აკადემიის საბჭოს წევრებთან ერთად, რამაზ ჩხიკვაძის ძეგლის საზეიმო გახსნაზე დასასწრებად დღეს ჩამოვიდა.

წაკითხულია: 2408

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში