ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისი ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალს IYIPO-2016-ს მასპინძლობს
22/04/2016

პრესრელიზი

22 აპრილი , 2016
დაუყონებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
maiko@publicity.ge
593260609

თბილისი ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალს IYIPO-2016-ს მასპინძლობს

თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება. წელს ოლიმპიადა საზეიმო თარიღს აღნიშნავს და ტრადიციულად ინოვაციებით ხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტ გამომგონებელს. 

ოლიმპიადა-ფესტივალი განმავლობაში თბილისში თავს იყრის 30-ზე მეტი ქვეყნის 150 ინოვაციური პროექტი, სადაც თითეული მონაწილე გუნდი, მეცნიერული ნაშრომის გარდა საკუთარი ქვეყნის პრომო სტენდსაც აცნობს დამთვალიერებელს. 

საუკეთესო პროექტების ავტორებს ჟიური 23 აპრილს, 16:00 საათზე, შავი ზღვის უნივერსიტეტში დაგეგმილ დახურვის ღონისძიებაზე დაასახელებს. მანამდე დამთვალიერებელებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს; შეაფასონ და გაეცნონ ნორჩი გამომგონებლების ინოვაციურ პროექტებს და უგულშემატკივრონ ფავორიტ გუნდებს. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი, ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ. ფავორიტ გუნდებს თბილისის მერიაც გამოავლენს, ასევე თავისი რჩეული პროექტი ეყოლება თბილისის ტექნო პარკს. ტრადიციულად საქპატენტისგან კი ერთი წარმატებული პროექტის ავტორი გამოვლინდება.


ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას. 
ოლიმპიადის შესახებ:
• ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad -iyipo) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა. 
ოლიმპიადის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზროდბის სამინისტრო, ტექნო პარკი, ევროკავშირი, საქპატენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.

 

წაკითხულია: 5775