ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგი
11/06/2012

პრესრელიზი

11 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო  პირი პრესისთვის:
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"
ანა ტოკლიკიშვილი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელ: 595 221 999;
ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge
www.osgf.ge

www.Facebook.com/OpenSocietyGeorgiaFoundation

თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგი

 

სამშაბათს, 12 ივნისს, 12:00 საათზე ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ.10)  სამი არასამთავრობო ორგანიზაცია -"პი-ემ- სი კვლევითი ცენტრი", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი"  და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი" წარმოგიდგენთ თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს.

შედეგების პრეზენტაციაზე ცნობილი გახდება:

1) როგორია თბილისის ბიუჯეტის დინამიკა 2007 წლიდან დღემდე;

2)       რა მდგომარეობაა თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მხრივ;

3)       როგორ  ხორციელდება ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის პროგრამა;

4)       რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები;

5)       რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყო თანხები სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის.

 პროექტი მიმდინარეობს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით.

 ###

მონიტორინგის პროცესში ჩართული ორგანიზაციები და წარმომადგენლები თემების მიხედვით:

·         თბილისის ბიუჯეტის დინამიკა 2007 წლიდან დღემდე-ეკონომიკური პოლიტიკის  კვლევის ცენტრი ნინო ევგენიძე

·         ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები-ეკონომიკური პოლიტიკის  კვლევის ცენტრი, ნინო ევგენიძე

·         ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი- „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი", ზაზა ბროლაძე

·         2011-2012 წლების ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა

·         კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი, დავით ნარმანია

  • სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანხების მიზნობრიობა და ეფექტიანობა-კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი, დავით ნარმანია
წაკითხულია: 2810

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში