ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/09/2021
თბილისის დებატების სკოლა

27 სექტემბერს 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის ეზოში (ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იმართება თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე კონკურსში მონაწილეთათვის.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მისაღებ კონკურსს. იმ მოსწავლეებს, ვისაც სურთ დაეუფლონ დებატების ტექნიკას და გახნდენ დებატების სკოლის წევრები უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის (GIDE) Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia
თბილისის დებატების სკოლაში მიიღებიან 14-17 წლის მოზარდები, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.



დებატების სკოლა დაიწყებს აქტიურ მუშაობას ოქტომბრიდან და მისი პირველი კურსი გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში. სწავლების პროცესში ჩატარდება სისტემატიური ორსაათიანი მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს ხელს.



პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის" მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.


ქეთო
მაღრაძე
577326326
keto.maghradze@yahoo.com


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1235