საკონტაქტო პირი:
მზია შარაშიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისის ზოოპარკი
საქართველო, თბილისი 0171
მ. კოსტავას გამზ. #64.
ტელ.: (+995 32) 233 29 01
მობ.: (+995 595) 33 35 72
ფაქსი: (+995 32) 221 30 50
www.zoo.ge
2 აპრილის აღნიშვნის მიზანია აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ქვეყანაში აუტიზმის მქონე ბავშვთა დროული გამოვლენისა და ადრეული მკურნალობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიება თბილისის ზოოპარკის, კომპანია DHL-ისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭრით ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია
2 აპრილი _ აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული 62/139 რეზოლუციით, რომელსაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა. აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება.
აუტიზმის შესახებ
აუტიზმი თავის ტვინის განვითარების დარღვევის შედეგად ჩამოყალიბებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს სოციალური კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემები. აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში. ის სიხშირით უკვე უსწრებს იმგვარ დაავადებებსაც კი, როგორებიცაა ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და ლეიკოზი. აუტიზმი თანაბრადაა გავრცელებული ყველა ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში. წლევანდელი მონაცემებით აუტიზმის სპექტრის აშლილობები 50-დან 1 ბავშვს აღენიშნება.
ნეიროგანვითარების ცენტრის შესახებ
ნეიროგანვითარების ცენტრი თითქმის 20 წელია ფუნქციონირებს. ის ახორციელებს მოტორული, მეტყველების, გონებრივი, ქცევითი და ემოციური განვითარების პრობლემების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.