პრესრელიზი
8 თებერვალი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 2007 წელს მართვის ევროპული სკოლა (ESM) და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გაერთიანდნენ.
მართვის ევროპული სკოლა (ESM)
ბიზნესის ადმინისტრირება
ქართულ-გერმანული პროგრამა – საბანკო საქმე, მენეჯმენტი
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საერთაშორისო ურთიერთობები
აღმოსავლეთმცოდნეობა
2008 სასწავალო წელს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ სწავლის საფასურის 100%-ან დაფინანსებას.
2008 სასწავლო წელს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნება სამართლისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლები, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაემატება ახალი მიმართულებები, მათ შორის სახელმწიფო მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ანთროპოლოგია.
უნივერსიტეტმა დაიწყო ჰარვარდის უნივერსიტეტის, ვორტონისა და კელოგის მენეჯმენტის სკოლის მიერ დაფუძნებულ მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლების კონსორციუმში (AACSB International) გაწევრიანების პროცედურა.
ოთხ წელიწადში აშენდება თანამედროვე საუნივერსიტეტო კომპლექსი.
ათ წელიწადში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი შესული იქნება მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტის აკადემიური რეიტინგში.
დამატებითი ინფორმაციისათვს გვეწვიეთ ღია კარის დღეებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საქმე და მენეჯმენტი - 16 თებერვალს 11:00 სთ-ზე,
ვაჟა-ფშაველას #40
საერთაშორისო ურთიერთობები და აღმოსავლეთმცოდნეობა - 19 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, გ. წერეთლის #3
ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.freeuniversitytbilisi.edu.ge ან დაგვირეკეთ 31-21-00