ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/11/2018
თბილისის მედიაციის დღეები 2018
2018 წლის 21-22 ნოემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის მედიაციის დღეები 2018“. წელს კონფერენციას ესწრება ასზე მეტი მონაწილე, მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მედიატორები, მოსამართლეები, პროკურორები, სოციალური მუშაკები, ასევე სამართლის სფეროს პროფესიონალები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თბილისის მედიაციის დღეების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა UK aid, და გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

კონფერენციას გახსნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მზია თოდუა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ლუიზა ვინტონი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი; პიტერ დანისი, მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; და სუზან სტერნი, პირველი პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული სამეფოს საელჩო.
ჟურნალისტებს ვიწვევთ კონფერენციის გახსნაზე:
ოთხშაბათს, 21 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი 1, თბილისი
ორგანიზაციის შესახებ
საკონტაქტო ინფორმაცია:
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
• თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
• თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
წაკითხულია: 1568