პრესრელიზი
23 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ავთო სულაძე
მობ:
5 55 05 66
55
ელ.ფოსტა:
info@lit.ge
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე წელს პირველად იქნება წარმოდგენილი წიგნები ელექტრონულ ფორმატში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 მაისი, 2012
- ელექტრონული
წიგნების მაღაზია Lit.ge, რომელიც შარშან დაფუძნდა და ფეხს უწყობს
მსოფლიოს წიგნის ბაზარზე არსებულ მუდმივად მზარდ ტენდენციას - ტრადიციული
ნაბეჭდი
წიგნის ელექტრონული ანალოგით ჩანაცვლებას, მკითხველს სთავაზობს ასობით
ქართულ ელექტრონულ წიგნს, როგორც თანამედროვე გამოცემებს, ასევე, კლასიკურ
ლიტერატურას.
Lit.ge-ს
წიგნების წაკითხვა გარდა კომპიუტერისა, შესაძლებელია ანდროიდის სისტემაზე
მომუშავე მოწყობილობებზე, თუმცა ელექტრონული წიგნის წასაკითხად ყველაზე
კომფორტული, რა თქმა უნდა, იოტა რიდერია, რომელსაც აქვს ქართული ენის
სრული მხარდაჭერა - ქართული მენიუ, ქართული ვირტუალური კლავიატურა, ქართული
შრიფტების და ლექსიკონების მხარდაჭერა, ტექსტში ქართულად ძებნის ფუნქცია
და სხვ.
lit.ge-ს ქართული წიგნის მკითხველებისათვის ერთი მთავარი გზავნილი აქვს: „იყავი თანამედროვე მკითხველი, იკითხე კომფორტულად!"