ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისის შემდეგ flydubai ბელგრადიდან იწყებს ფრენებს
23/11/2011

 

პრესრელიზი

23 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

თბილისის შემდეგ flydubai ბელგრადიდან იწყებს ფრენებს

ავიაციის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული „ წლის ყველაზე დაბალ-ფასიანი კომპანია" აფართოებს ფრენების ქსელს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მეთორმეტე პირდაპირი რეისებით უკვე ბელგრადის მიმართულებით

[PUBLICITY.GE]23 ნოემბერი, თბილისი, საქართველო - flydubai, დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია თავის 46-ე საერთაშორისო რეისით იწყებს პირდაპირ ფრენებს ბელგრადის მიმართულებით. ახალი მარშრუტი  flydubai-ს მეთორმეტე დანიშნულების ადგილია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ერთგვარი რეგიონალური გასაღები კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგიაში.

flydubai-ს პირველი რეისი ბელგრადიდან ნოკოლა თესლას სახელობის აეროპორტიდან პირველად 22 ნოემბერს შესრულდა. კომპანიის ახალი მარშრუტი  სერბეთში ნიშნავს კომპანიის შემდგომ გაძლიერებას საერთაშორისო სამარშრუტო ქსელში, რომელიც ამჟამად მოიცავს 46 დანიშნულების ადგილს 27 ქვეყნის მაშტაბით. კომპანიის რეისები მოიცავს არაბეთის ნახევარკუნძულს, შუა აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკას, ინდოეთის ნახევარკუნძულისა  და აზიისა და ევროპის ქვეყნებს.   

ბელგრადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც სერბეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ სერბეთის ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების  მინისტრის თანაშემწის ქალბატონ ელენა მარჯანოვიჩის ხელმძღვანელობით, flydubai-ს ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო სერბეთის მთავრობას.  მადლობა მათ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეხლა არაბეთის გაერთიანებულ ემირატები უკვე დაკავშირებულია მსოფლიოს იმ წერტილებთან, რისი დიდი მოთხოვნაც იყო მოგზაურობის თვალსაზრისით. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება გვაქვს შევთავაზოთ მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასიანი პირდაპირი  კავშირები მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელ ადგილთან ბელგრადთან.. ახალი მარშრუტი საშუალებას მისცემს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ბიზნესმენებსა და უბრალოდ მოგზაურებს მიიღონ სიამოვნება და გამოცდილება ქალაქის უნიკალური მიმზიდველობებით. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს ფრენები დაეხმარება სერბულ 5000 კაციან კავშირს დუბაიში, რათა უფრო ხშირად ესტუმრონ საკუთარ ოჯახის წევრებს და მოინახულონ მეგობრები სერბეთში."

ბატონმა აბდულაზიზ ალ შამსიმ, არაბეთის აგერთიანებული ემირატების ელჩმა იტალიასა და სერბეთში განაცხადა : „ჩვენი ახალი კავშირი უდიდეს როლს შეასრულებს, როგორც  ბიზნესთან მიმართებაში, ისე ტურისტული თვალსაზრისით ორ ქვეყენას შორის ურთიერთობებში. ბელგრადი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელსაც შეუძლია ბევრი მისცეს მნახველებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ სერბ ხალხს საშუალბე აეძლევათ მაღალ ხარისხიანი და დაბალი ფასიანი საშუალებით ეწვიონ არაბეთის გაერთიანებ ემირატებს და მოინახულონ დუბაი.

ჯამალ ალ ჰაიმ, რომელიც  დუბაის აეროპორტის კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი და გაერთიანებული არაბეთის საემიროს პარლამენტის წევრია, განაცხადა: „ არაბეთის გაერთიანებული ემირატები ყოველთვის გახსნილია ახალი შესაძლებლობებისადმი და დღეიდან მოუთმენლად ველოდებით უფრო ახლოს ვიმუშაოთ სერბეთთან. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა უფრო მეტად დაახლოვდეს ეს ორი ქვეყანა. არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მინდა  მივულოცო flydubai-ს და სერბეთის მთავრობის წარმომადგენლებს ახალი მომსახუბეის დაწყება".

სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი მდინარეების დუნაისა და სავას სანაპიროზე მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია სერბეთში. ქალაქის მოსახლეობა 1.7 მილიონს შეადგენს. დღეისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრდადი ქალაქაი მსოფლიოში, რომელიც უბიძგებს ტურიზმსა და ფინანსურ სექტორს. ბელგრადი ასევე წარმოადგენს მულტინაციონალური კომპანიების რეგიონალურ ბაზას.აქაა თავმოყრილი ისეთი კომპანიები როგორიცაა: AXA, Intel, Motorola, Kraft Foods, Microsoft, Unilever, P&G და მრავალი სხვა.

ბელგრადში გვერდი-გევრდაა თავმოყრილი ხელოვნების, კულტურის, მუსიკალური და ალტერნატიული მოძრაობის სცენები. აქ შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულ ღონისძიებათა ადგილებს, რომელიც ცნობილია ყველაზე მეგობრული და საოცარი ატმოსფეროთი, მათ შორისაა კლუბი Splavovi, რომელიც მდინარეების ნაპირზე მდებარეობს და უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობითა და გარემოთი. გარდა ამ ღირშესანიშნაობებისა ბელგრადი იზიდავს ტურისტებს თავისი სპორტული და სათავგადასავლო ტურებით, ყველა იმ ტურისტს ვისაც სურს ადრენალინის დახარჯვა, ბელგრადში მათ შეუძლით გამოსცადონ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობები.

ფრენის დეტალები

ფრენები ბელგრადიდან ხორციელდება კვირაში ოთხჯერ. ერთი გზა დუბაიდან ბელგრადის მიმართულებით 160 ევროა,ხოლო ერთი გზა ბელგრადი დუბაის მიმართულებით კი 170 ევროდან  იწყება. ფასში შედის ხელბარგი 7 კგმდე  და მცირე ზომის ლეფტოპი ან ხელჩანთა. დამატებით ღირებულებაში შედის 20 კგ ტვირთი. მაღალი კლასის ადგილი თვითმფრინავში დამატებით 100 დრაჰმს შეადგენს

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტის ვებგვერდიდან www.flydubai.com


Jelena Marjanovic, Assistant Minister of Economy and Regional Development, Jamal Al Hai, ESVP Communications and International Affairs, Dubai Airports, and Member of the UAE Parliament and Ghaith Al Ghaith, CEO, flydubai

შენიშვნა გამომცემლებისათვის:

flydubai-ს შესახებ:

flydubai დაფუძნებული 2008 წ. მარტში, არის დუბაის პირველი დაბალფასიანი ავიაკომპანია და ყველაზე სწრაფად მზარდი ახალი ავიაკომპანია მსოფლიოში. 2009წ. საქმიანობის დაწყებიდან, ავიაკომპანიამ დააწესა 46 დანიშნულების ადგილის სამოქმედო სამარშრუტო ქსელი სპარსეთის ყურის თანამეგობრობის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთის სუბკონტინენტში, აზიაში და ევროპის პერიფერიებში და ააგო 20 თვითმფრიანვისგან შემდგარი ავია პარკი. Dდუბაის მთავრობის საკუთრებაში არსებული დაბალფასიანი გადამზიდი მხარს უჭერს ქალაქის კომერციულ და ტურიზმის სექტორებს ყველა მგზავრის მომსახურებით და მათი უზრუნველყოფით ხელმისაწვდომი საჰაერო ხაზებით დანიშნულების ადგილების არეალამდე. Aავიაკომპანია სთავაზობს მგზავრებს ხარისხიან მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას, ფასების დაწევით სამოქმედო ეფექტურობის ოპტიმიზაციით და მგზავრებისათვის  მეტი არჩევანის შეთავაზებით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის flydubai-ის მომსახურებების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს www.flydubai.com  ან დაუკავშირდით ქოლცენტრს (+9714 301 0800) ან პარტნიორებს ტურიზმში.

 

წაკითხულია: 2988