ორგანიზაციის შესახებ
ორგანიზაციების შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600-მდე ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდა გაივლის.
G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა (ZRDA) არის ასევე ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.