პრესრელიზი
22 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი, გვარი : თეონა ბაღდავაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
ტელ: 597 97 03 53
მეილი: Teonabagdavadze@gmail.com
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დედაქალაქში
„ ღვინის ქალაქი" მოეწყობა
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების შესახებ, 22 სექტემბერს, 14.00 ზე რესტორან ქალაქურში თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნობენ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განრიგსა და შინაარსს. იხილავენ „ღვინის ქალაქის" ბრენდ ბუქს და გაეცნობიან მთელი კვირის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებს.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია თბილისობის დღესასწაულზე აწყობენ „ღვინის ქალაქს", რომლის ფარგლებშიც რიყეზე დაიდგმება „ღვინის სახლები".
„ღვინის ქალაქში" წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის ღვინოების სრული ასორტიმენტი, ინფორმაცია ღვინოებზე - ყურძნის ჯიშები, ტექნოლოგია, მთავარი მწარმოებლები, ისტორია და ა.შ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები კი გაიყიდება ფასდაკლებით.
ასევე, დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის დეგუსტაციები.
„ღვინის ქალაქი" გაიხსნება 25 ოქტომბერს, თეატრალიზებული ღვინის აღლუმით თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების და თეატრი ნაბადის მსახიობების მონაწილეობით.აღლუმი ჩაივლის მეტეხის ხიდზე „ღვინის ქალაქმდე", რომელიც საზეიმოდ გაიხსნება სიმბოლური გასაღებით. გასაღები კი გადაეცემა ქალაქის მერს.ამავე დღეს "ღვინის ქალაქის" სცენაზე ეწყობა ჯგუფ "ფრანი"-ს კონცერტი
ღონისძიების კულმინაცია კი იქნება 26 ოქტომბერს „ქართული ღვინის კონკურსი. თბილისი 2014"-ის შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოვება. ღვინის ერონული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად ჩატარდება მსგავსი ტიპის კონკურსი, სადაც საქართველოში საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი ყველა სახის ღვინოებიდან სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს კატეგორიების მიხედვით. კონკურსის პირველი და მეორე ტური გაიმართება 22 და 24 ოქტომბერს. კონკურსში მონაწილეობას იღებს 3 სახის ჟიური: პროფესიული, - ენოლოგებისა (მ.შ. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრების) და სომელიეების შემადგენლობით, „სახალხო ჟიური" - ცნობადი სახეებით და „მედია ჟიური" - ჟურნალისტებისგან შემდგარი. მათგან ყველა ამოარჩევს საუკეთესო ღვინოს 10 კატეგორიაში , გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოვება მოხდება 26 ოქტომბერს.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ქალაქ თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი.