ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/12/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისური პრემიერა სპექტაკლისა „ედიტ პიაფი“
სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბათუმში, შემდეგ კი ქალაქ ქუთაისში შედგა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ორი თეატრის სინთეზში, საფრანგეთის ლეგენდის, მომღერლისა და მსახიოის, ედიტ პიაფის ბილო წლების ცხოვრება, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით დადგა.
მოკლე ანოტაცია:
ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარ წილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს. პიესა მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ.
„ედიტ პიაფის“ ცხოვრებაზე ფილმი უნდა გადაიღონ, პროდიუსერები დიდ ფულს დებენ და ედიტს, საკუთარი თავის განსახიერებას სთხოვენ. პიაფის ქმარი, თეო (თეოფანოს ლამბუკას), ცდილობს დაიყოლიოს ედიტი, რადგან ვალებში მყოფს, ეს ერთადერთ ხსნად ესახება. მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფ მომღერალს უკრძალავენ სიმღერას, სხვა პროექტებში მონაწილეობას, მაგრამ ედიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ სიმღერაა. სიმღერა, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სიყვარულია.
პრესა: რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ უთუოდ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ბათუმის "ახალ სცენაზე" გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა. ედიტ პიაფი ხომ იმ რანგის შემოქმედია, ვისი ცხოვრებაც ყველა დროში, ნებისმირ ქვეყანაში იქნება საინტერესო მაყურებლისთვის.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3290