14 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
საქართველო, თბილისი 0114
გორგასლის ქ. 6
TEL: (995 32) 20 06 06
FAX: (995 32) 20 06 06
თბილისში ბილაინის აბონენტთა მომსახურების კიდევ ერთი ოფისი გაიხსნება
ბილაინის ახალი ოფისი სოციალური პასუხისმგებლობის აქციით ” ნათელი ფერები ბავშვებს ” გაიხსნება
რუსთავი, 15 მაისი , 2013 წელი
ბილაინის აბონენტთა მომსახურების 25-ე ოფისი დღეიდან ვარკეთილის მოსახლეობასაც მოემსახურება.
ოფისის გახსნის პარალელურად, საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ქველმოქმედთა სახლთან ” მომავლის გზა ” ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქციას ” ნათელი ფერები ბავშვებს” განაგრძობს.
აქციის განმავლობაში, 15 მაისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი, ვინც მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ვარკეთილში ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, სოციალური პასუხისმგებლობის აქციის მონაწილე გახდება.
მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი ქველმოქმედთა სახლს მოხმარდება .
აქციის დეტალებს 15 მაისს 12.00-ზე ბილაინის წარმომადგენლები ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში( ჯავახეთის 42 ვარკეთილის მეტროს მიმდინარე ტერიტორიაზე) მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ.
” როგორც დაგპირდით ” ნათელი ფერები ბავშვებს” არ არის ერთჯერადი ინიციატივა , პროექტი რამდენიმე წელია რაც დავიწყეთ და მის ფარგლებში 10-ზე მეტ ბავშვთა სახლს დავეხმარეთ. ’’ - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.
”სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე სამი წელია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვა და სხვა რეგიონში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ ” - თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
###
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :
თეონა ბაღდავაძეს
597 97 03 53
TBAGDAVADZE@BEELINE.GE