ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში კომპანია "გებრუდერ ვაისის" პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
05/12/2012
 

პრესრელიზი

5 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

თბილისში კომპანია "გებრუდერ ვაისის" პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

გუშინ, 4 დეკემბერს, 14 საათზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 წლის ისტორიის მქონე კომპანია "გებრუდერ ვაისის" პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოში,  რომლის ანალოგი არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში, ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი ცენ­ტ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს. როგორც „გებრუდერ ვაისის" გენერალურმა მენეჯერმა ვოლფრამ ვაისმა აღნიშნა, ცენტრი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ი­სა და შუა აზი­ის ქვეყ­ნებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. 500 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია „Gebruder Weiss"-ი საქართველოში 10 მლნ-მდე ინვესტიციას განახორციელებს. „Gebruder Weiss"-ი ქართულ ბაზარზე ივნისის თვეში შემოვიდა და მის პარტნიორს  ამიერკავკასიაში კომპანია „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს. რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ლო­გის­ტი­კური და სა­საწყო­ბე ცენტრი, რო­მე­ლიც სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლია, ლო­გის­ტი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბით  ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის და ყა­ზა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გან­ვი­თა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ჰა­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, „გებრუდერ ვაისის" გენერალური მენეჯერი და სხვა წარმომადგენლები ავსტრიიდან. ასევე,  კომპანია „თეგეტა მოტორსის" მენეჯმენტი და სამშენებლო კომპანია სინერჯის წარმომადგენლები თურქეთიდან. ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა ლოგისტიკური ცენტრისთვის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი.

კომ­პა­ნია და "Gebruder Weiss Holding AG"-ის ქოლ­გის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი მომ­ხ­მა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ - სახმელეთო, სა­ჰა­ე­რო და საზღ­ვაო გა­და­ზიდ­ვე­ბი, დის­ტ­რი­ბუ­ცია და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ლო­გის­ტი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რი­თაც ისი­ნი უფ­რო სწრა­ფად და მოქ­ნი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მომ­ხ­მა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს. "გებ­რუ­დერ ვა­ი­სის" სა­კუთ­რე­ბა­შია 158 ფი­ლი­ა­ლი - ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, უნ­გ­რეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, სერ­ბეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ნა­და­ში, იაპო­ნი­ა­ში, ჩი­ნეთ­ში და ა.შ. "გებ­რუ­დერ ვა­ი­სი" ოჯა­ხუ­რი კომ­პა­ნი­ის სტა­ტუსს უკ­ვე ხუ­თი სა­უ­კუ­ნეა ინარ­ჩუ­ნებს. კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა მი­ლი­არდ ევ­როს აჭარ­ბებს და ევ­რო­პის წამ­ყ­ვან სატ­რან­ს­პორ­ტო და ლო­გის­ტი­კურ კომ­პა­ნი­ებ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებ­ზეა.

წაკითხულია: 2108