ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ გახსნეს.
„40 წლის წინ, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ „მსოფლიო სურსათის დღის“ აღნიშვნის ინიციატივა დააყენა. მას შემდეგ ეს დღე რეგულარულად აღინიშნება. ჩვენც, FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნაში სხვადასხვა თემატიკით ვერთვებით. წელს აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ კვებაზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი კვება დაკავშირებულია უვნებელ და სასარგებლო სურსათთან და კვების ტრადიციულ წესებთან, რომლებიც, ურბანიზაციის ფონზე, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. საქართველოს ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ტრადიციებს, მისი შენარჩუნების აუცილებლობის და არსებული პოტენციალის გამოყენების საკითხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.