პრესრელიზი
5 მაისი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი, მედია კოორდინატორი
Cell: 593 260609
maiko@publicity.ge
www.iyipo.ge
facebook.com/IYIPO2014
თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა
3-დან 5 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადა წელს მერვედ ჩატარდება და მასში 37 ქვეყნის 120 გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა.
5 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გამართება. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც პირველ ადგილზე გასული 25 პროექტის ავტორი ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ორი დღის განმავლობაში გამოფენილ საოლიმპიადო პროექტებს პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა ჟიური აფასებდა და საბოლოოდ თითოეულ დისციპლინაში ოთხი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა.
გამარჯვებულები დასახელდნენ შემდეგ საოლიმპიადო დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია, თანამდეროვე ტექნოლოგიები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ოლიმპიადა, რომელიც წელს მერვედ გაიმართა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი ინოვაციური გამოგონენები რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ.
ოლიმპიადა ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას უწყობს ხელს. იგი ასევე ხელ უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებას და კულტურული კავშირების გარღმავებას. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება ჰქონდათ საკუთარი ქვეყანა გააცნოთ გამოფენა მოსული სტუმრებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული 37 ქვეყნის წარმომადგენლების უმეტესობა თბილისში ყოფნის პერიოდში ქართველი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწლეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.
წლევანდელ ოლიმპიადაზე გამარჯვებულებისათვის სპეციალური პრიზები ღონისძიების სპონსორებმა საქპატენტმა და საზოგადოებრვმა მაუწყებელმაც დააწესეს.
####
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad - IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ოგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელიც შერჩეულია სპეციალური ჟიურის მიერ.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირი.