ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში პირველი გამოფენა ვიტრინა გაიხსნება
08/08/2013

პრესრელიზი   

8 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის  

საკონტაქტო ინფორმაცია
ირინა პოპიაშვილი
npgallery@gmail.com 
599 331 157

თბილისში პირველი გამოფენა ვიტრინა გაიხსნება

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და "სილქ როუდ ჯგუფის" მხარდაჭერით, პირველად თბილისში ხორციელდება ინოვაციური პროექტი: ვიტრინის ფორმატში საგამოფენო გალერეის წარმოდგენა.  Popiashvili Gvaberidze Window Project-ის ავტორები არიან ირინა პოპიაშვილი და თამარ ღვაბერიძე.

საჯარო ხელოვნებისა და დიზაინის საგამოფენო სივრცე, თბილისის ე.წ. მელიკ აზარიანცის სახლში, რუსთაველის გამზირის №37-ში, ერთ-ერთ ვიტრინაში მდებარეობს.

ეს სივრცე გათვლილია ნებისმიერ თბილისელზე ან ტურისტზე, ფეხით მოსიარულეზე თუ ავტოტრანსპორტით მგზავრ ადამიანზე. მას ყველა დაინახავს, თუმცა აღქმის წერტილი განსხვავებული იქნება ყველასათვის. ვიტრინა-გალერეა ითავსებს საჯარო ხელოვნების წარმოდგენის ფუნქციას. ვიტრინის პროგრამა წარმოადგენს როგორც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომელთა სახელები და ნამუშევრები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე უცხოელ არტისტებს.  ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას და ქალაქის სტუმრებს ახალი ვიზუალური მასალა შევთავაზოთ და დავაინტერესოთ თანამედროვე ხელოვნების ახალი ფორმებით და სახეებით. ამ მხრივ, ვიტრინა საგანმანათლებლო დატვირთვასაც იძენს.

საზაფხულო-საშემოდგომო პროგრამის თანადამფინანსებელია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

პროექტი იხსნება 9 აგვისტოს, 18-20 საათამდე.

9-16 აგვისტომდე წარმოგიდგენთ პროექტს ანდრო ერაძის "ბუკოვსკი". თბილისში სეირნობისას ანდრო ერაძემ შეამჩნია, რომ ქალაქში არაფერი "მისი" არ არის. მან გადაწყვიტა თავისი საყვარელი პოეტების ლექსებიდან ციტატები გაეზიარებინა ქუჩაში გამვლელთათვის. მისი აზრით, ამერიკელი მწერალი და პოეტი ჩარლზ ბუკოვსკი განსაკუთრებით უხდება ჩვენს ქალაქს - ის ცოტა ირონიულია, ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც იმედიანი და პოზიტიური.

20 - 31 აგვისტო - გიორგი ხანიაშვილის ვენერას ხის ქანდაკება და არსენ ბერიაშვილის 90-იანი წლების ეროტიკული ფილმის აფიშები.

p
opiashvili Gvaberidze Window Project ირინა პოპიაშვილის და თამუნა ღვაბერიძის ერთობლივი პროექტია. ირინა პოპიაშვილი ნიუ იორკის ნიუმან-პოპიაშვილის გალერეის დამაარსებელი და დამოუკიდებელი კურატორია, ხოლო თამუნა ღვაბერიძე მარკეტინგის სპეციალისტია და თანამშრომლობს ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის სტუდია Rooms-თან.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ფოტოებისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით npgallery@gmail.com ან ტელეფონით: 599 331 157.

 

 

წაკითხულია: 3569