ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში პირველი სუპერმარკეტების ქსელი ”ჯი.მარტი” გაიხსნა
27/05/2010

პრესრელიზი

27 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატო დარჩიაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
899510144

თბილისში პირველი სუპერმარკეტების ქსელი ”ჯი. მარტი”
გაიხსნა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 მაისი, 2010, - პირველი ნამდვილი სუპერმარკეტების ქსელი - „ჯი.მარტი" ოფიციალურად გაიხსნა. ახალი ქართული ბრენდის პრეზენტაცია სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში" შედგა.

ქსელის ერთ-ერთი პირველი სუპერმარკეტი, საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ ქარვასლის პირველ სართულზეა განთავსებული.

„ჯი.მარტი" ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია 2 სუპერმარკეტის მოწყობაში ჩაიდო. მსხვილი ფორმატის სუპერმარკეტები „ქარვასლაში" და „თბილისი ცენტრალში" იმოქმედებს. თითოეული მათგანი 2700 კვ/მ ფართს მოიცავს და მომხმარებელს 30 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს, მათ შორის საკუთარი წარმოების მზა საჭმელს, პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს. ორივე ობიექტს წარმოების ხაზი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აქვს, რაც ყოვედღიურად ქსელში ახალი და ცოცხალი პროდუქტების გაყიდვას უზრუნველყოფს.

მისამართი:
თბილისი, ცოტნე დადიანის #7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა")

წაკითხულია: 3164