ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში პრივატბანკის პირველი საერთაშორისო განყოფილება გაიხსნა
24/05/2011
 


პრესრელიზი
 
24 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მაია ბოცვაძე
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მობ: 891 11 00 56
ელ-ფოსტა: Majja.Botsvadze@privatbank.ge
 
 
თბილისში პრივატბანკის პირველი საერთაშორისო განყოფილება გაიხსნა

PUBLICITY.GE] თბილისი,  24 მაისი , 2011 წელი -24 მაისს, თბილისში, ი. აბაშიძის ქ. №43-ში გაიხსნა ”პრივატბანკის” პირველი განყოფილება, სადაც კლიენტებს საშუალება აქვთ მომსახურება როგორც ქართულ, ისე უკრაინულ ენაზე მიიღონ. უკრაინულ ენაზე ასევე დუბლირებული იქნება მთელი რეკლამა, ბროშურები, ბლანკები, ანკეტები და სხვა დოკუმენტაცია.

”ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელს საბანკო სერვისები კომფორტული და ხელმისაწვდომი ფორმით მივაწოდოთ,”-აღნიშნავს პრივატბანკის (საქართველო) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბოგდან ლესიუკი. ”ჩვენი კლიენტების ნაწილი ქართულ ენას არ ფლობს. მაგალითად, დღეისათვის საქართველოში ცხოვრობს 45 ათასზე მეტი უკრაინელი. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა უკრაინულენოვანი განყოფილება, სადაც ისინი საჭირო მომსახურებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ,”- დასძინა მან.

პრივატბანკის ამ განყოფილებაში ხელმისაწვდომია საბანკო მომსახურებების სრული სპექტრი, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდა, საკრედიტო ბარათების გაფორმება, დეპოზიტების გახსნა, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, კონვერტაცია, ასევე იურიდიული პირების მომსახურება.

მომავალში დაგეგმილია მსგავსი განყოფილებების გახსნა საქართველოში მცხოვრები სხვა ენობრივი ჯგუფების წარმომადგენელთათვის, რომლებიც საბანკო მომსახურებებით სარგებლობენ.
სააქციო საზოგადოება ”პრივატბანკი”, ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებით,  ქვეყნის უმსხვილესი ბანკების ათეულში შედის.

###


წაკითხულია: 2938