ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
20/11/2013

პრესრელიზი

20 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია" სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთავი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით, გამოფენა ყოველწლიურად ტარდება.
წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 70-ზე მეტი კომპანია საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, შრი-ლანკადან, ისრაელიდან, ესპანეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სასათბურე და სამაცივრე მეურნეობების თანამედროვე ტექნოლოგიებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, შემფუთავ ტექნოლოგიებს, სარწყავ სისტემებს, კვების ტექნოლოგიებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მანქანა-დანადგარები, ტარა, შესაფუთი მასალები, ნერგები, სასუქები, პესტიციდები, ცხოველთა საკვები.
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დარგის მიმართ დიდია.
როგორც დავით გალეგაშვილმა გამოფენის გახსნაზე განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ფერმერები და მწარმოებლები მსგავს გამოფენებში აქტიურად არინ ჩართულნი. ასეთ ღონისძიებებზე გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და ახალი კავშირების დამყარებაა შესაძლებელი, გამოფენაზე მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ მოიძიონ პოტენციური პარტნიორები და მომხმარებელს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქცია, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს, სამინისტრომ, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების დახმარებით, ორგანიზება გაუკეთა რეგიონებიდან 2000-ზე მეტი დაინტერესებული ფერმერის ჩამოყვანას. გამოფენაზე მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, უშუალო კონტაქტი დაამყარონ მწარმოებლებთან და გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენა 20-დან 23 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

წაკითხულია: 2531

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში