ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/05/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
თბილისში ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართა
13 მაისს, ისთ ფოინთში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ინიციატივით მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართა. პროექტში წელს 120-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული. ახალგაზრდა მეცნიერებმა და წარმატებულმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ექსპერიმენტები და საინტერესო პროექტები გააცნეს.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავად ჩართულიყვნენ აქტივობებში და კოლეჯის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ერთად მონაწილეობა მიეღოთ უსაფრთხო და საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტში.
„ჩვენ ტრადიციულად მრავალი საინტერესო ინიციატივის ავტორები და ორგანიზატორები ვართ, მაგრამ მსგავსი ტიპის ფესტივალი პირველად ტარდება ჩვენი სკოლის ორგანიზებით. გვიხარია, რომ უმოკლეს დროში დაგეგმილი ღონისძიება ასეთი წარმატებული და მასშტაბურია. იმედი გვაქვს „შეეხე მეცნიერებას“ ტრადიციულ სახეს მიიღებს და კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ ფესტივალის სტუმრებს.“ - განაცხადა კოლეჯის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა.
5 საათის განმალობაში, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ შოუს ტიპის ექსპერიმენტები და სახალისო გამოგონებები. 60-ზე მეტ სტენდზე მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს დეტალურად აცნობდნენ ამა თუ იმ პროექტს. ფესტივალზე პატარა მონაწილეებისთვის სპეციალური კუთხეც იყო შექმნილი, სადაც წყალზე ხატვის კლუბის წევრები საკუთარ ტექნიკას უზიარებდნენ პატარა სტუმრებს. წლევანდელ ინოვაციურ ფესტივალში მოწვეული გამომგონებლები და ახალგაზრდა მკვლევარებიც იღებდნენ მონაწილეობას. სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ ჩართულები პროექტში.
ორგანიზაციის შესახებ
„შეეხე მეცნიერება“ წელს პირველად გაიმართა და მისი მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში და საზოგადოებას გააცნოს ახალგაზრდა მკვლევარები, გამომგონებლები და ნიჭიერი მოსწავლეები.
წაკითხულია: 3561