პრესრელიზი
27 იანვარი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
თბილისში ქართულ-უკარაინული სავაჭრო ეკონომიკური საბჭო იქმნება
2013 წლის 9 თებერვალს, თბილისს უკრაინელი ბიზნესმენები ეწვევიან და ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ქართულ-უკრაინულ სავაჭრო ეკონომიკურ საბჭოს დააფუძნებენ, ხელს მოაწერენ საბჭოს შექმნის აქტს.
ქართულ-უკრაინულ სავაჭრო ეკონომიკურ საბჭოს შექმნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაა და ხელს შეუწყობს უკრაინაში და უკრაინის გავლით ქართული პროდუქციის ევროპაში გატანას.
ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს.
ბიზნესმენთა კავშირი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაფართოებას, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.