პრესრელიზი
12 აპრილი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
maiko@publicity.ge
ეკა ჩიქობავა
(+995 32) 259 67 02
ფაქსი : (+995 32) 259 67 03
ფოსტა : info@sxivi.ge
თბილისში ქართული ენის VII რესპუბლკური ოლიმპიადა ჩატარდა
თბილისში ქართული ენის VII რესპუბლიკური ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადა ტრადიციულად ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის" ორგანიზებით ხორციელდება და იგი "დედაენის" დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება.
წლევანდელ ოლიმპიადაში, სადაც მონაწილეობა უფასო იყო და განათლების სამინისტროს მხარდაჭერი გაიმარა, 1500-მდე მოსწავლე მონაწიელეობდა. კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ 6 სხვადასახვა კატეგორიაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები. კონკურსი დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: კალიგრაფია, მხატვრული კითხვა, გრამატიკა, კომპოზიცია, ლექსი. ფინალურ ეტაპზე 62 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ორგანიზატორებმა სხვასხვა პრიზებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი
ქართული ენის ოლიმპიადა ჩაღლარის სასწავლო დაწესებულების მნიშველოვან მოვლენად ღონისძიებად ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო სფეროში. 7 წლის მანძილზე მასში მონაწილეთა რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება. ისევე როგორც მატულობს კონკურსანტთა ცოდნისა და უნარების დონე. შესაბამისად გაცილებით მეტი მოსწავლე ავლენს ქართული ენის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რესპუბლიკურ ოლიმპიადაში არაქართველი მოსაწავლეების რიცხვიც იზრდება, რომლებიც ქართველი მისწავლეების გვერდით წარმატებით ართმევენ თავს საოლიმპიადო კონკურსს და უმაღლეს შედეგებსაც აღწევენ.
წლევანდელი ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი 12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმო კონცერტით აღინიშნა. სადაც ჩაღლარის სასწავლო დაწესებულების ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი და ქართული კულტურისადმი.