პრესრელიზი
20 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
თბილისში ქართული ენის მერვე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართა
ქართული ენის ოლიმპიადაზე არაქართველ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
18 აპრილს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენის მერვე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართა.
წლევანდელი რეპუბლიკური ოლიმპიადა მონაწილე ბავშვთა რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა 4000-მდე მოსწავლემ მიიღო. რეკორდული იყო ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობაც. კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები. კონკურსი დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: კალიგრაფია, მხატვრული კითხვა, გრამატიკა, კომპოზიცია, ლექსი. ოლიმპიადის მეორე ეტაპზე 262 მოსწავლე გადავიდა. საბოლოო გამარჯვებულები კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ უკვე 18 აპრილს გამოავლინა.
დახურვის საზეიმო ღონისძიებას მონაწილეები სხვადასხვა რეგიონებიდან ეწვივნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ორგანიზატორებმა და სპონსორებმა საუკეთესო მოსწავლეები სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ მათგანს. განსაკუთრებული შეფასება ჟიურის მხრიდან იმ არაქართველ მოსწავლეებს ერგოთ, რომლებმაც პირველი ადგილები აიღეს ქართული ენის ოლიმპიადაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ქვეყნის სიყვარული, ცოდნა და ქართული ენისა და კულტურის პატივისცემა.
წლევანდელი ქართული ენის ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ქართული ენის დღეს მიეძღვნა გამორჩეული და მაშტაბური იყო რეგიონების აქტიურობითაც. შესარჩევი ტური დედაქალაქის პარალელურად ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და ქუთაისშიც გაიმართა.
ქართული ენის ოლიმპიადა ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებისა და სკოლა-ლიცეუმ „სხივის" ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის მიზანია არა მარტო წაახალისოს საუკეთესო მოსწავლეები და გამოავლონოს ნიჭიერი მონაწილეები, არამედ ხელი შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ქართველ და არაქართველ მოზარდებში. პროექტს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სფერში. წლიდან იზრდება მოსწავლეთა ინტერესიც ოლიმპიადის მიმართ და პარარელურად მატულობს დაინტერესებულ მოსწავლეთა რიცხვიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის ორგანიზატორებისთვის იზრდება კონკურსანტთა ცოდნისა და უნარების დონეც. შესაბამისად გაცილებით მეტი მოსწავლე ავლენს ქართული ენის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს.