ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში ქართული ენის მეცხრე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართება
12/04/2016
პრესრელიზი

2 აპრილი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.ge
+995593260609;
www.iyipo.ge

თბილისში ქართული ენის მეცხრე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართება

წელს ქართული ენის ოლიმპიადაზე არაქართველ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

12 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მეცხრე რესპუბლიკური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა გაიმართება.

მონაწილე ბავშვთა რაოდენობით წლევანდელი ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მასში მონაწილეობა 4000-მდე მოსწავლემ მიიღო. რეკორდულია ეთნიკურად არაქართველ მონაწილეთა რაოდენობაც, რაც ხაზს უსვამს პროექტისადმი მზარდ ინტერეს არაქართველ მოსწავლეებში.

დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში გამოვლინდებიან: საუკეთესო კალიგრაფი; საუკეთესო მკითხველი (წაკითხულის გააზრება); ნორჩი გრამატიკოსი; მხატვრული კითხვის ოსტატი; საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

ქართული ენის ოლიმპიადა-ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ქართული ენის დღეს ეძღვნება გამორჩეული და მასშტაბურია რეგიონების აქტიურობითაც. შესარჩევი ტური დედაქალაქის პარალელურად ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და ქუთაისშიც გაიმართა, სადაც შერჩეული კონკურსანტები უკვე ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.

ქართული ენის მეცხრე ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის" ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის მიზანია არა მარტო წაახალისოს საუკეთესო მოსწავლეები და გამოავლონოს ნიჭიერი მონაწილეები, არამედ ხელი შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ქართველ და არაქართველ მოზარდებში, არამედ აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი, გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა, განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი, ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი, შეაყვაროს კითხვა, გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი, გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი. ჩამოუყალიბოს ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარი, შეძლოს მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება, შეძლოს სათანადოდ გამოიყენოს ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმები, კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება, მართლწერის ნორმების თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, ქართული ენის მუსიკალურობის აღქმა. პროექტში აქტიურად ხდება ნიჭიერი მონაწილეების გამოვლენა და წახალისება.

 

 

წაკითხულია: 4728